შპს „ეკო ბოჰემია“ საწარმო „ბერტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, რამდენიმე საწარმოო, სასაწყობე და დამხმარე ფართი. საწარმოს აქვს საკუთარი ავტონომიური ჭაბურღილი, მილსადენი, წყლის ავზები, ავტონომიური ელექტრო გადამცემი ხაზი სამი ტრანსფორმატორით. ასევე, სამი დამოუკიდებელი შესასვლელი გზა, რაც ტრანსპორტის თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა. კომპანიაში დასაქმებულები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები.