ინოვაცია

ბერტას გუნდი მუდმივად ნერგავს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიების, ბიზნეს-პროცესების მართვა თუ ბაზრის ინოვაციური პროდუქტების წარმოებით უზრუნველყოფა.

თანამშრომელთა უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

ჩვენი პრიორიტეტებიდან ერთ–ერთს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა და თანამშრომლთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.

საწარმო განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, რაც არსებითად ამცირებს წარმოების ტერიტორიაზე გამონაბოლქვისა და მავნე ნივთიერებების არსებობას.

მაღალი ხარისხი

ჩვენი საქმიანობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს მუდმივი სწრაფვა  უმაღლესი დონის სტანდარტებისკენ, რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხში ვლინდება.

გუნდური მუშაობა

ჩვენს საწარმოში სამუშაო პროცესები გუნდური მუშაობის პრინციპით მიმდინარეობს.

თანამშრომელთა გუნდის კოორდინირებული მუშაობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს განმსაზღვრელ და აუცილებელ ფაქტორებს იმისათვის, რომ კომპანიამ მის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ბერტას კორპორატიული ხედვა

ბერტას კორპორატიული ხედვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციის გამყარება, რასაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით გვსურს მივაღწიოთ.

კონკურენტუნარიანობა

ბერტას მიზანი ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება და კონკურენტუნარიანი მწარმოებლის სტატუსის მოპოვებაა, რაც, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით და მომსახურების დონით განისაზღვრება.

პასუხისმგებლობა

ბერტა საწარმო სრულად აცნობიერებს და ამაყობს თავისი წილი პასუხისმგებლობით, რომელიც მას აკისრია ეკონომიკური ზრდის პროცესში მონაწილეობისა და ქვეყნის შიგნით მრეწველობის განვითარების მიმართულებით.

ღირებული პარტნიორი

ჩვენი მოტივაციაა ვიყოთ ღირებული პარტნიორი ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ბერტას უმთავრესი გამოწვევაა ტექნოლოგიური გადაიარაღება, ინოვაციები და საკუთარი წვლილი, რომელიც შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.