სიახლეები

ბერტა – ხელის ანტისეპტიკური გელი

ხელის სადეზინფექციო გელი ,,ბერტა“ არის ეთილის სპირტის საფუძველზე დამზადებული ხელის ანტისეპტიკური გელი, რომელიც მოხმარებიდან მცირე დროში ანადგურებს ყველაზე მეტად გავრცელებულ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ბაქტერიებს, სოკოს და ვირუსებს. კანზე გაშრობის შემდეგ წარმოიქმნება უხილავი მიკრო საფარი, რომელიც უზრუნველყოფს ბაქტერიებისგან დაცვას. გამოიყენება როგორც ბავშვებში 0 წლიდან, ასევე მოზრდილებში. შეიცავს დამარბილებელს, რაც უზრუნველყოფს კანის სირბილეს და ღია შეფერილობას ანიჭებს მას. პროდუქტი მზადდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიშ დანამატებს.

დანამატები:

  • ეთერზეთები;
  • ვიტამინები A და E;
  • დემინერალიზებული წყალი
  • ცელულოზის ეთერი

გამოყენების სფერო:

პროდუქტი გამოიყენება როგორც ხელის სადეზინფექციო საშუალება ყველა ასაკის ადამიანისთვის, როგორც სახლის პირობებში, ასევე სამუშაო ადგილზე,  პროფილაქტიკის მიზნით.

მახასიათებლები:

ხასიათდება მაღალი ანტიმიკრობული მოქმედებით, ეფექტურია პათოგენების წინააღმდეგ.

გამოყენება:

დაიტანეთ ხელისგულზე მცირე რაოდენობით და გაანაწილეთ ხელის კანის მთლიან ზედაპირზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თითებს შუა ნაკეცებს, თითის წვერებს. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, ყველა ტიპის კანისთვის. არ საჭიროებს წყლით ჩამობანას.