რა უნდა გაითვალისწინოთ მეტი უსაფრთხოებისთვის (დაიცავით საკუთარი თავი)
გახსოვდეთ, რომ პერსონალურ ინფორმაციაზე ზრუნვა თქვენი პასუხისმგებლობაცაა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეთ მომხმარებლის სახელის / პაროლის, თუ სხვა დეტალური ინფორმაციის დაცვას. მეტი უსაფრთხოებისთვის:
• არასდროს გააზიაროთ პერსონალური ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით • არ დატოვოთ უყურადღებოდ დოკუმენტები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას შეიცავს • არ გამოაქვეყნოთ პირადი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში და სხვ.
რა კეთდება თქვენი უსაფრთხოებისთვის ჩვენთან ურთიერთობის პირველივე წამიდან • ვზრუნავთ თქვენს ინფორმირებაზე • დამატებით გთავაზობთ სხვადასხვა სახის უსაფრთხოების მექანიზმებს • რეგულარულად ვამოწმებთ უსაფრთხოების სისტემების გამართულობასა და ეფექტურობას, რომლებსაც პერიოდულად ვანახლებთ კიდეც • უზრუნველყვოფთ თქვენს კონფიდენციალურობას ყველაზე სანდო ტექნოლოგიების გამოყენებით • მუდმივად ვახორციელებთ ინტერნეტსივრცის მონიტორინგს, რათა თავიდან აგარიდოთ პერსონალური მონაცემების დარღვევით გამოწვეული შემთხვევები. გაითვალისწინეთ, ჩვენ არასდროს მოგთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელფოსტის საშუალებით.
თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოება იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცულად იგრძნოთ თავი პირადი კომპიუტერის მოხმარებისას: • პერიოდულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა • დააყენეთ / გააუმჯობესეთ ვირუსისგან დამცავი პროგრამები • უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც შექმნილია სანდო მომწოდებლებისგან.
თაღლითური ელექტრონული ფოსტისგან დაცვა იმისათვის, რომ დაიცვათ თავი თაღლითური ელექტრონული ფოსტისგან: • დააკვირდით გამომგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართს, • ყურადღება მიაქციეთ ტექსტში ორთოგრაფიულ / გრამატიკულ შეცდომებს • ღილაკ Reply-ს გამოყენებისას კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ წერილის მიმღები და დარწმუნდით მის სისწორეში • ორგანიზაციის შემთხვევაში მომწოდებლის მიერ რეკვიზიტების ცვლილების დროს ტელეფონით გადაამოწმეთ ინფორმაცია წინასწარშეთანხმებულ პირთან.
თუ ფიქრობთ, რომ საქმე გაქვთ ყალბ ვებგვერდთან / აპლიკაციასთან, აუცილებლად შეგვეხმიანეთ: • ტელ: +995 599 99 44 07 • ელფოსტა:info@berta.ge
იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე
იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი, გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან და, ამავდროულად, მარტივ რჩევას: • მოერიდეთ საჯარო Wi-Fi-ს გამოყენებას − წვდომა საჯარო ინტერნეტზე შესაძლოა აღმოჩნდეს მარტივი შესაძლებლობა თაღლითებისთვის, მოიპოვონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია • შექმენით რთულად გამოსაცნობი პაროლები / პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრები − თქვენი მომხმარებლის სახელის / პაროლის, ასევე პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრის შერჩევისას არ გამოიყენოთ ისეთი ინფორმაცია, როგორებიცაა: თქვენი დაბადების თარიღი, სოციალური უსაფრთხოების ნომრის ბოლო 4 ციფრი და სხვ. • გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლი − ელფოსტისთვის, დისტანციური არხებისა თუ სოციალური მედიის ანგარიშებისთვის შექმენით ერთმანეთისგან განსხვავებულ პაროლები და ცვალეთ ისინი რეგულარულად • დაიცავით თქვენი პირადი ინფორმაცია − შეინახეთ პერსონალური ინფორმაციის შემცველი საბანკო დოკუმენტები თუ სხვა მსგავსი მასალები ისეთ ადგილას, რომ მათზე ხელი მხოლოდ თქვენ მიგიწვდებოდეთ • დაფიქრდით ინფორმაციის გაზიარებამდე − ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებამდე დარწმუნდით, რომ ნამდვილად იცნობთ თქვენს ადრესატს (ფიზიკურ / იურიდიულ პირს). ასევე არ გამოაქვეყნოთ პირადი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში • თავი აარიდეთ პერსონალური ინფორმაციის ტელეფონით გაზიარებას − საეჭვო სატელეფონო ზარის შემთხვევაში შესაძლოა გიკავშირდებოდეთ პირი, რომელიც თქვენი ანგარიშის ინფორმაციის გადამოწმებას გთხოვდეთ. მსგავს შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზარი თქვენ არ წამოგიწყიათ, არ გააზიაროთ პირადი ინფორმაცია.
დაგვიკავშირდით პერსონალურ მონაცმებტან დაკავშირებით საეჭვო ოპერაციების ან სხვა უსაფრთხოების საკითხების შემთხვევაში • დაგვირეკეთ ნომერზე:+995 599 99 44 07 • მოგვწერეთ ელფოსტაზე:info@berta.ge