Berta

Antibact Premium - ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარი (გამაფრქვეველი თავსახურით)

მოცულობა: 500 მლ

დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის ბაზაზე. გამოიყენება ნებისმიერი ზედაპირისთვის, როგორიცაა დეზობარიერი, სათამაშოები, საოფისე ტექნიკა და ლაქირებული ავეჯი, მანქანა-დანადგარები და სხვა. აღწევს ძნელადშესაღწევ ადგილებში, ახდენს დეზინფექციას და ბზინვარებას ანიჭებს ზედაპირს. დეზინფექციის შემდეგ ზედაპირი არ საჭიროებს განიავებას და წყლით გადარეცხვას. 1 ლიტრი ანტიბაქტით შესაძლებელია დამუშავდეს 50 დან 70 კვ.მ-მდე ზედაპირი.

პროდუქტის მახასიათებლები:

ბერტას წარმოების დამატებითი უპირატესობები

რესურსი/კომპონენტები

  • ფრანგული წარმოშობის ეთერზეთები – A და E ვიტამინები (ანტიალერგიული, მკვებავი და კანის სტრუქტურის გამაჯანსაღებელი);
  • არომატიზატორები – ანტისეპტიკური, რაფინირებული;
  • წყალბადის ზეჟანგი – აღწევს ფორებში და უმოკლეს დროში კლავს მავნე ბაქტერიებს;
  • წყლის დამუშავება ხდება ოსმოსის დანადგარით, რაც წყალს არბილებს და ათავისუფლებს მძიმე ლითონების, მარილებისა და ბაქტერიებისგან. ამ უკანასკნელის შემდეგ რჩება იონიზირებული კომპონენტი.

საწარმო

  • სახარში ქვაბები დამზადებულია იტალიური წარმოშობის უჟანგავი ლითონით, გააჩნია სამმაგი გადარევისა და ტემპერატურის რეგულაციის ფუნქციები;
  • საწარმოში არ ხდება ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადაკვეთა, რაც სრულად პასუხობს ევროპული სტანდარტებს;
  • სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს მტვრის ნაწილაკების სრულად მოსპობას;
  • საწარმო განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, რაც არსებითად ამცირებს წარმოების ტერიტორიაზე გამონაბოლქვისა და მავნე ნივთიერებების არსებობას;
  • საწარმო მიმდინარე წარმადობა შეადგენს 24 საათში 40 ტონას.

ლაბორატორია

  • საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;
  • ნებისმიერი სახის ნედლეულის შემოწმება;
  • წარმოებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი რეალიზაციამდე;
  • შესაძლებელია ახალი კომპონენტების ცვლილება და ახალი პროდუქციის შექმნა;
  • ლაბორატორიას აქვს მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ლაბორატორიებთან (მათ შორის, ლუგარის კვლევით ცენტრთან).