ბერტას საწარმოში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

ბერტას საწარმოს სტრატეგია, ხარისხის მართვის კუთხით, ორიენტირებულია მომხმარებლების მოთხოვნების შესრულებაზე, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფასა და ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადგენილი მოთხოვნების მკაცრი დაცვის გზით მიიღწევა.

ხარისხის მართვის სისტემის ძირითადი ამოცანებია არსებული მოთხოვნების დაცვა და წარმოების მუდმივი გაუმჯობესება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს კონკურენტუნარიანი პროდუქციით წარვდგეთ თანამედროვე ბაზარზე.

ბერტას წარმოების დამატებითი უპირატესობები

რესურსი/კომპონენტები

  • ფრანგული წარმოშობის ეთერზეთები – A და E ვიტამინები (ანტიალერგიული, მკვებავი და კანის სტრუქტურის გამაჯანსაღებელი);
  • არომატიზატორები – ანტისეპტიკური, რაფინირებული;
  • წყალბადის ზეჟანგი – აღწევს ფორებში და უმოკლეს დროში კლავს მავნე ბაქტერიებს;
  • წყლის დამუშავება ხდება ოსმოსის დანადგარით, რაც წყალს არბილებს და ათავისუფლებს მძიმე ლითონების, მარილებისა და ბაქტერიებისგან. ამ უკანასკნელის შემდეგ რჩება იონიზირებული კომპონენტი.

საწარმო

  • სახარში ქვაბები დამზადებულია იტალიური წარმოშობის უჟანგავი ლითონით, გააჩნია სამმაგი გადარევისა და ტემპერატურის რეგულაციის ფუნქციები;
  • საწარმოში არ ხდება ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადაკვეთა, რაც სრულად პასუხობს ევროპული სტანდარტებს;
  • სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს მტვრის ნაწილაკების სრულად მოსპობას;
  • საწარმო განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, რაც არსებითად ამცირებს წარმოების ტერიტორიაზე გამონაბოლქვისა და მავნე ნივთიერებების არსებობას;
  • საწარმო მიმდინარე წარმადობა შეადგენს 24 საათში 40 ტონას.

ლაბორატორია

  • საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;
  • ნებისმიერი სახის ნედლეულის შემოწმება;
  • წარმოებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი რეალიზაციამდე;
  • შესაძლებელია ახალი კომპონენტების ცვლილება და ახალი პროდუქციის შექმნა;
  • ლაბორატორიას აქვს მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა ლაბორატორიებთან (მათ შორის, ლუგარის კვლევით ცენტრთან).